ვოლასტონიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლასტონიტი − (ინგლ. wollaston < ინგლისელი ფიზიკოსის უილიამ ჰაიდ ვოლასტონის სახელის მიხედვით), თეთრი ან მოცისფრო სილიკატების კლასის მინერალი.

ქიმიური ფორმულა – CaSiO3;
კუთრი წონა – 2860-3090 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 1540°C.

მინერალი შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით რკინას, მაგნიუმსა და მარგანეცს. ვოლასტონიტის ბმული მინერალი შეიცავს ძოწს, ვეზუვიანიტს, დიოფსიდს, ტრემოლიტს, ეპიდოტს, პლაგიოკლაზურ მინდვრის შპატს, პიროქსენსა და კალციტს. გამოიყენება ქვის ბამბის საწარმოებლად, კერამიკაში, ფრიქციულ გადაცემებში (მუხრუჭი, ქურო), ლითონებისა და პლასტმასების წარმოებაში და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები