ვულკანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვულკანიზაცია (ვულკანიზება) − (ინგლ. vulcanization < vulcanize < Vulcan რომაული ცეცხლის ღმერთის სახელი და -ize ბოლოსართი), კაუჩუკისა და მავულკანიზებელი აგენტის ურთიერთქმედების პროცესი, როცა ხდება კაუჩუკის მოლეკულების ჩართვა ერთიან სივრცით ბადეში. პროცესის შედეგად მაღლდება კაუჩუკის სიმტკიცე, სიმაგრე, მოქნილობა, მცირდება პლასტიკური თვისებები, გაჯირჯვების ხარისხი და ხსნადობა ორგანულ გამხსნელებში. მავულკანიზებელი აგენტი შეიძლება იყოს: გოგირდი, პეროქსიდი, ლითონის ჟანგეულები, ამინური ტიპის შენაერთები და სხვ. ვულკანიზაციის პროცესის დასაჩქარებლად გამოიყენება სხვადასხვა კატალიზატორ-დამაჩქარებლები. ვულკანიზაციის პროცესში კაუჩუკი იქცევა რეზინად. ვულკანიზაციის პროცესი 1845 წელს დააპატენტა ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლზ ნელსონ გუდიერმა, ხოლო სახელი ეწოდა ძველრომაული ცეცხლის ღმერთის, ვულკანის სახელის მიხედვით. ამჟამად პროდუქციის ფართო ასორტიმენტი იწარმოება ვულკანიზებული რეზინისაგან, მათ შორის ავტომობილის საბურავები, კონვეიერის ლენტები, ფეხსაცმლის ლანჩები, შლანგები, ბოულინგის სათამაშო დეტალები, ჰოკეის შაიბები და ა.შ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები