ზაქე მეზვერის მოქცევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქე მეზვერის მოქცევა - ეპიზოდი ლუკას სახარებიდან.

„და შევიდა და გაიარა იერიქო. და აჰა, ვიღაც კაცი, სახელად ზაქე, და იგი იყო მეზვერეთ მთავარი და იყო მდიდარი და ცდილობდა ეხილა, რომელი იყო იესო, და არშეეძლო დანახვა ხალხიდან, რადგან დაბალი იყო. და გაიქცა წინ და ავიდა ლეღვის ხეზე, რათა დაენახა იგი, რადგან იქ უნდა გაევლო. და როგორც კი მივიდა იმ ადგილზე, ახედა იესომ და უთხრა მას: ზაქე, იჩქარე და ჩამოდი, რადგან დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე. და იჩქარა და ჩამოვიდა და მიიღო იგი სიხარულით. და დაინახა ყველამ და დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდა გასაჩერებლად. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და ვისაც რამეში ცილი დავწამე, მივაგებ ოთხმაგს. და უთხრა მას იესომ: დღეს მოხდა გამოხსნა ამ სახლისა, რადგან ესეც აბრაამის ძე არის, რადგან მოვიდა ძე კაცისა მოსაძიებლად და გამოსახსნელად წარწყმედილისა“ (ლუკა, 19:1-10).

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები