ლუკა მახარებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. მახარებელი ლუკა

წმ. მახარებელი ლუკაქრისტეს 70 მოწაფეთაგანი. წმინდა ლუკა წარმოშობით ებრაელი იყო, სირიის ანტიოქიიდან. იცოდა ეგვიპტური და ბერძნული ენები, იყო გამოცდილი ექიმი და დახელოვნებული მხატვარი. წმინდა ლუკა პავლე მოციქულის უსაყვარლესი მოწაფე იყო და ყოველთვის თან დაჰყვებოდა. ქრისტეს აღდგომიდან მე-15 წელს დაწერა წმინდა სახარება.

წმ. ლუკას სიმბოლოა ხარი, რადგანაც იგი ხარივით შრომობდა და მოგვითხრობს ქრისტეზე, როგორც მღვდელმთავარზე, რომელმაც შესწირა თავი ჩვენი ცოდვებისათვის.

წმინდა მახარებლის აღსასრულის შესახებ ორგვარი ცნობა მოგვეპოვება: ზოგან წერია, რომ მშვიდობით აღესრულა 80 წელს გადაცილებული, ზოგან კი – წამებით აღესრულაო. წმინდა ლუკა უამრავ სასწაულს ახდენდა არა მარტო ცოცხალი, არამედ გარდაცვლილიც კი. იგი კონსტანტინე დიდის შვილმა კონსტანციმ, ეგვიპტიდან კონსტანტინოპოლში გადმოაბრძანებინა და დიდი პატივით დამარხა 12 მოციქულის სახელობის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ.

ლუკა მახარებლის დაწერილია არა მარტო სახარება, არამედ – „მოციქულთა საქმეც“. მის მიერაა დახატული ღმრთისმშობლის რამდენიმე ხატი, რომლებიც თვით ღმრთისმშობელს ასე დაულოცავს: „ჩემგან შობილისა და ჩემი მადლი იყოს ამ ხატებზე“. ამბობენ, რომ ხახულის ღმრთისმშობლის ხატი და წილკნის ღმრთისმშობლის ხატიც ლუკა მახარებლის დახატულია, ქართველი სპეციალისტების აზრით კი, წილკნის ღმრთისმშობლის ხატი მეოთხე საუკუნისაა, ხოლო ხახულისა – მეათე–მეთერთმეტე საუკუნეებისა.




წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები