მახარებლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახარებლები – ქრისტეს ცხოვრება, თითქმის ყველა მისი ქადაგებით, აღწერა ქრისტეს ოთხმა მოწაფემ. მათ – მახარებლები, ხოლო მათ მიერ შედგენილ წიგნებს სახარება ეწოდება. ეს მახარებლებია: წმინდა მათე, წმინდა მარკოზი, წმინდა ლუკა და წმინდა იოანე. წმინდა მათე და წმინდა იოანე არიან თორმეტ მოციქულთაგანნი, ხოლო წმინდა მარკოზი და წმინდა ლუკა – სამოცდაათ მოციქულთაგანი.

უძველესი დროიდან ქრისტიანი მწერლები ოთხ მახარებელს ოთხ სიმბოლოს მიაკუთვნებენ: ადამიანის მსგავს ანგელოზს, ლომს, ხარსა და არწივს.


მათე მახარებელს გამოსახავენ ანგელოზთან ერთად, რადგან იგი მოგვითხრობს ძე ღმრთისას ადამიანური წარმომავლობის შესახებ.


ლუკა მახარებლის სიმბოლოა ხარი, რადგანაც იგი ხარივით შრომობდა და მოგვითხრობს ქრისტეზე, როგორც მღვდელმთავარზე, რომელმაც შესწირა თავი ჩვენი ცოდვებისათვის.


იოანე მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენს არწივი, რადგანაც წმინდა იოანე აზრის სიმაღლითა და შორსმჭვრეტელური წინასწარმეტყველებებით არწივს ემსგავსება, რომელიც სულ უფრო მაღლა მიისწრაფვის და ძალიან შორს ხედავს.


მარკოზ მახარებლის ხატებზე ხშირად გამოსახავენ ხოლმე ლომს, ნიშნად ძლიერებისა, რომ მის მიერ ნაქადაგარი ქრისტე ყველა წარმართ ღმერთსა და კერპზე ძლიერია.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები