ზვიად (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზვიად (II) - ჯავახეთის ერისთავი დაახლ. X-XI სს-თა მიჯნაზე. ვაჩე ერისთავის ვაჟად მიიჩნევენ მკვლევარნი ბაგრატ III-ის და გიორგი I-ის თანამებრძოლ ქართლის ერისთავ ზვიად მარუშიანს, რომელმაც, „მატიანე ქართლისაის“ ცნობით, ბაგრატ III ბედიაში გადაასვენა. იგივე ზვიადი გიორგი მეფემ 1021 წ. სამცხეში შემოჭრილ ბასილი კეისართან გაგზავნა, რათა მასთან ზავის პირობებზე მოლაპარაკებებში დრო გაეყვანა. როგორც ჩანს, ზვიად ერისთავმა დავალება სათანადოდ ვერ შეასრულა, რის გამოც, დიდი გომრეთის 1023 წ-ის წარწერის თანახმად, გიორგი I-ს იგი შეუპყრია.


წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 283, 287;
  • ბაქრაძე 1987: 59.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები