ზნეობრივი აღზრდა (შეიარაღებულ ძალებში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზნეობრივი აღზრდა (შეიარაღებულ ძალებში) - სამხედრო მოსამსახურეებისთვის მორალური თვისებების, ქცევის ნორმებისა და პრინციპების ჩამოყალებების პროცესი, რომლის მიზანია პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის განმტკიცება.

ზნეობრივი აღზრდის დროს წყდება ორი ამოცანა: მეომრებს გამოუმუშავდებათ წარმოდგენა მორალური ნორმებისა და ქცევის წესების, ზნეობრივი იდეალების შესახებ; მორალური პრინციპები და ნორმები იქცევა პირად მრწამსად, ზნეობრივ ჩვევად, რომელთა საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე საკუთარი ნებით, იძულების გარეშე ასრულებს თავის მოვალეობას და მორალის პოზიციებიდან აფასებს სხვების საქციელს.

მეომრის მორალური თვისებები ყალიბდება ცხოვრების, სამსახურის ობიექტური პირობების ზემოქმედებით და მის ცნობიერებაზე მიზანმიმართული გავლენის შედეგად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები