თავაძე გიზო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიზო თავაძე

თავაძე გიზო – (1959), ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი. დაიბადა ჩოხატაურში. დაამთავრა როსტოვის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის სპეციალობით. 1988 წელს ქუთაისში დააარსა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. 1988-2002 წლებში იყო საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების იმერეთის სადროშოს თავმჯდომარე. მოგვიანებით ხელმძღვანელობდა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს, არის დირექტორი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა, სადაც დააარსა „ლიტერატურული სარდაფი”. ლექსების პირველი კრებული „მესიზმრება შორეთი” გამოაქვეყნა 1991 წელს. გამოცემული აქვს 30 პოეტური და პროზაული კრებული. 2015 წლიდან არის ჟურნალ „მწვანეყვავილას” რედაქტორი. მისი პიესები დადგმულია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე; მისი სცენარით რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმი „ქუთაისელი ბაბუა”.


ალაგისე
იყო ბევრი ტკბილი წელი,
ალაგისე – მწარე წელი,
მახსოვს შენი წვრილი წელი
და ცისფერი სარეცელი...
იყო ბევრი ტკბილი წუთი,
ალაგისე – გიჟი წამი...
ბეჭზე დაღი – კბილი ხუთი...
თვალზე ცრემლი - გიშრის ნამი...
იყო ბევრი სიყვარული,
ალაგისე – ბედი მწყრალი,
გელოდები, სიხარულო,
მოდი, სილა გამაწანი!...
იყო ბევრი ტკბილი წელი,
ალაგისე – მწარე წელი,
მახსოვს შენი წვრილი წელი
და ცისფერი სარეცელი...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები