თავბანიება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავბანიება – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული თუშური წეს-ჩვეულება: გარდაცვალებიდან მეშვიდე დღეს ჭირისპატრონები სუფრას გაამზადებდებდნენ, მოიწვევდნენ მიცვალებულის თანატოლებს, ხუთ-ექვს პირს და თავებს დააბანინებდნენ. თუ გარდაცვლილი გათხოვილი ქალი იყო, თავისმბანელთა შორის ერთი უგვირგვინო ვაჟი უნდა ყოფილიყო, თუ კაცი – ქალიშვილი. თავდაბანის შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ, სანთლებს აანთებდნენ და მიცვალებულს სულს უხსენებდნენ. სწამდათ, რომ ამ წესის შესრულებით გარდაცვლილის თავ-ტანი „მოისვენებდა“.



ლიტერატურა

გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 114.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები