თეატრების ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თეატრების ომი“ – (ინგლ. „wor of theatres“), პოლემიკა აღორძინების ეპოქის ინგლისელ დრამატურგებს შორის, რომელიც წარმოიშვა 1599-1601 წწ. ბენ ჯონსონსა და მასთან დაპირისპირებულ ჯ. მარსტონსა და თ. დეკერს შორის. ეს იყო ორი მხატვრული ტენდენციის ბრძოლა. მარსტონი და დეკერი იცავდნენ ტრადიციულ, რომანტიკული და ავანტიურული მოტივებით აღსავსე კომედიის გამრთობ ფორმას, ჯონსონი კი აუცილებლად მიიჩნევდა სიუჟეტში სოციალური მოტივების, მორალურ-დიდაქტიკური პოზიციის, პერსონაჟთა ზნეობრივი თვისებების გამოკვეთას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები