თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი – (Institut internacional du theatre), თეატრის საერთაშორისო ორგანიზაცია. დაფუძნდა 1948 წ. (პრაღაში) თეატრის მოღვაწეთა შორის საერთაშორისო კავშირების დამყარების მიზნით და თეატრის თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთგაცვლის ხელშესაწყობად.

იმ ქვეყნებში, რომლებიც გახდნენ ამ ინსტიტუტის წევრები, იქმნება ნაციონალური ცენტრები, რომელთა წარმომადგენლები 2 წელიწადში ერთხელ იკრიბებიან კონგრესში, რომელიც არის ინსტიტუტის უმაღლესი ორგანო. ამ ინსტიტუტის საერთაშორისო ცენტრი განთავსებულია პარიზში. კონგრესებსა და კოლოკვიუმებზე განიხილება თეატრალური ხელოვნების აქტუალური პრობლემები. ინსტიტუტი ხელს უწყობს მსოფლიოს თეატრებს შორის კონტაქტების დამყარებას, აწარმოებს ინფორმაციის გაცვლას, გამოსცემს ჟურნალს „ლე ტეატრ დან ლე მონდ“ („მსოფლიოს თეატრი“) და ბიულეტენს „უორლდ პრემიერს“ („მსოფლიოს პრემიერები“). ამ ინსტიტუტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციების თეატრის მუშაობა, სადაც უჩვენებენ (მარტი-ივნისი) სხვადასხვა ქვეყნების სპექტაკლებს. ამავე ინსტიტუტის ინიციატივით ყოველწლიურად 27 მარტს აღინიშნება თეატრის საერთაშორისო დღე დევიზით „თეატრი როგორც ხალხებს შორის ურთიერთგაგების და მშვიდობის განმტკიცების საშუალება“. აღნიშნული ინსტიტუტის მიერ დაწესებულია სტიპენდიები, რაც შესაძლებლობას უქმნის თეატრის მუშაკებს ეწვიონ უცხო ქვეყნებს და შეისწავლონ მათი თეატრალური კულტურა. ამ ინსტიტუტის ფინანსური საფუძველია – ნაციონალური ცენტრების საწევრო გადასახადები და იუნესკოს დოტაცია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები