თვითმფრინავ-გამმართველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვითმფრინავ-გამმართველი - თვითმფრინავი, რომელსაც იყენებენ სხვა საფრენი აპარატების ფრენის დროს მათი საწვავით კმაგაწყობისთვის.

შეიძლება იყოს როგორც ჩამონტაჟებული მოწყობილობით (ე.წ. „ტელესკოპურიშტანგით“ და „შლანგ-კონუსიანი“ გამართვის სისტემით, სათანადო მოწყობილობის შიდა განლაგებით), ასევე საკიდი სისტემით („შლანგ-კონუსი“ აგრეგატების განლაგებით ფრთების ქვეშ ან ფლიუზელაჟზე). გამართვის საკიდი სისტემა შესაძლებელია დაიდგას ნებისმიერ თვითმფრინავზე უმნიშვნელო გადაკეთებით. ხისტი ტელესკოპური შტანგის ან დრეკადი შლანგის კონუსის გარდა შეიცავს საწვავის დამატებით ავზებს და გადამქაჩავ ტუმბოს.

გამართვის სისტემის მწარმოებლობა შეადგენს: „ტელესკოპური შტანგით“ -4000-6000 ლ/წთ-ში, „შლანგ-კონუსით“ - 1500-3000 ლ/წთ-ში (ჩამონტაჟებული სისტემა) და 1000-4600 ლ/წთ-ში (საკიდი სისტემა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები