თიმბილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თიმბილ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Тымбыл) – ყვავილ-ბატონების მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ბავშვისთვის ამ ავადმყოფობის ასაცილებლად ან უკვე დაავადებულის გამოსაჯანმრთელებლად და ბატონების გულის მოსაგებად სხვადასხვა „პროფილაქტიკურ“ საშუალებებს მიმართავდნენ, მაგალითად, ავადმყოფობის მეცხრე დღეს სამ პარტიად აცხობდნენ მცირე ზომის ცხრა ღვეზელს – თიმბილჩიყლას (тымбылчыкъла). მათგან ერთ პარტიას წისქვილის წყალს გადაავლებდნენ და ამით წყლულს შეუზელდნენ. სხვა ღვეზელებსაც წისქვილის წყალში ჩადებდნენ და ამ წყალს ბავშვსა და მის დედას შეასმევდნენ. მესამე, დაუსველებელი პარტია ყვავილბატონების მფარველისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები