თოთლაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი თოთლაძე

გიორგი თოთლაძე დაიბადა 1983 წლის 10 თებერვალს ქარელში. — პოლიტიკოსი, სპორტსმენი. ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრი. არის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო და ოლიმპიური ახალგაზრდული თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი.

განათლება – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2000-2005).

სამუშაო გამოცდილება

  • ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (2008-2009)
  • ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე (2009-2010)
  • მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე (2013-2015)
  • შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე (2014-2015)
  • მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე (2016-)
  • პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მაჟორიტარი, ქარელის №40 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ ფრაქციის მდივანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები