კაჟიანი თოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თოფი კაჟიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოფი კაჟიანი

თოფი კაჟიანი - ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა, (გლუვლულიანი ან დაკუთხვილი) კაჟიანი საკეტით, რომელშიც მუხტის აალება ხდებოდა კაჟის ნატეხის (ტალი) ფოლადის ფირფიტაზე (კვესი) დარტყმის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლებით.

წარმოიშვა XVI ს-ის დასაწყისში თითქმის გორგოლაჭიანი მექანიზმის პარალელურად. კაჟიანი ჩახმახები, უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე გორგოლაჭიანი, მასში ნაპერწკლის მიღება ხდებოდა კაჟის კვესზე (ფოლადის ფირფიტა) დაცემის შედეგად. კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქციული სქემა იმდენად მარტივი იყო, რომ იგი ყველანაირი ცვლილების გარეშე მიიღეს მთელ მსოფლიოში. ისინი საუკუნეთა მანძილზე დარჩა სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში.

კაჟიანი ჩახმახების კონსტრუქცია მეიარაღეებს საშუალებას აძლევდა სწრაფსროლა გაეუმჯობესებინათ, ამ პერიოდიდან ჩნდება ორლულიანი და ორჩახმახიანი, ერთლულიანი და ორჩახმახიანი, ოთხლულიანი და ერთჩახმახიანი ცეცხლსასროლი იარაღები.

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყება კაჟიანი თოფების მოგვიანო პერიოდს ემთხვევა (XVII-XVIII). თავდაპირველად ქართული, უფრო ზუსტად კავკასიური ტიპის თოფის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა იარაღმა. ადგილობრივი წარმოების პირვანდელი ნიმუშები ძალზედ წააგავდა თურქულ თოფებს, ხოლო შემდგომ, XVIII ს-ის ბოლოდან, დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კავკასიური ტიპი კაჟიანი ცეცხლსასროლი იარაღისა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც რუსეთში, აგრეთვე მახლობელ აღმოსავლეთშიც.

ლიტერატურა

  • მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), მ. ქაფიანიძე, სამაგისტრო ნაშრომი, 2000.
  • А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г. მ.ქ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები