თოფჩიბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოფჩიბაში - (თურქული topcu - მეზარბაზნე, baş – თავი), მეზარბაზნეთა უფროსი, სამხედრო თანამდებობა ირანსა და ოსმალეთში.

შაჰ-აბას I-ის დროს ირანში შეიქმნა თოფხანა (არტილერიის პარკი) და არტილერისტთა (თოფჩიების) რეგულარული ნაწილები, რომელსაც სათავეში თოფჩიბაში ედგა. ოსმალეთში ზარბაზანის მსროლელ თოფჩიების უფროსს თოფჩუბაში ეწოდებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები