იაშვილი ლილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლილი იაშვილი

იაშვილი ლილი მიხეილის ასული - (10. V. 1920, თბილისი, – 30. XI. 1983, იქვე], ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981).

1953 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი). 1960-იდან თბილისის III სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი იყო (კომპოზიცია). მუშაობდა უმთავრესად კამერულ-ვოკალურ და საესტრადო ჟანრში.

მისი სიმღერებიდან აღსანიშნავია „ია, ია“, „სიმღერა თბილისზე“, „თბილისური საღამოები“, „სიმღერა ბათუმზე“, და სხვ.

1967 თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში დაიდგა იაშვილის საქართველოში პირველი საბავშვო მუსიკალური კომედია „ბაბაჯანას ქოშები“ (დაიდგა აგრეთვე, პოლონეთში 1972) და საბავშვო ოპერეტა „ირმისა“ (1973).



იხილე აგრეთვე

ლილი იაშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები