იაშვილი მარინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარინე იაშვილი

იაშვილი მარინე ლუარსაბის ასული - (20. X. 1932, თბილისი - 9 VII, 2012, მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (1967) ლ. იაშვილის შვილი და მოწაფე.

1958 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში (პროფ. მ. მოსტრასის კლასი). 1957-იდან იყო „მოსკონცერტის“ სოლისტი. 1958-66 და 1982-იდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი. 1966-82 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1977, პროფესორი). 1967-73 იყო საქართველოს ფილარმონიის კამერული ორკესტრის სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა უმაღლესი პროფესიული კულტურით, ტექნიკური სრულყოფილებით, ექსპრესიით, ნატიფი გემოვნებით. მისი რეპერტუარი ძალზე მდიდარი და მრავალფეროვანი იყო, კლასიკურ ნიმუშებთან ერთად შეიცავს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. იაშვილი საერთაშორისო კონკურსების პირველი ქართველი ლაურეატია (1949, პრაღა და სხვ.). 1975-79 მუშაობდა იუგოსლავიაში ქ. ნოვი-სადის ხელოვნებათა აკადემიის სავიოლინო კათედრის გამგედ და პროფესორად. ეწევა ფართო საკონცერტო მოღვაწეობას (მათ შორის საზღვარგარეთ), სისტემატურად მართავდა კონცერტებს და „მასტერ-კლასებს“ თბილისში. 2003 მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის პრემია. (გ. ტორაძე)



იხილე აგრეთვე

მარინე იაშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები