იგიგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგიგები(შუამდ.) შუმერული წარმომავლობის დაბალი რანგის ღვთაებები, დემონები შუმერულ რელიგიასა და მითოლოგიაში. ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით იგიგები უპირისპირდებიან ქვესკნელის ანუნაქებს და წარმოადგენენ ციურ არსებებს („ზენა ღმერთებს“).

ერთი ბაბილონური ეპოსის თანახმად, იგიგები ის არსებანი იყვნენ, რომლებიც ადამიანის გაჩენამდე ემსახურებოდნენ დიდ ღმერთებს იმავე მიწაზე, სადაც შემდეგ კაცთა მოდგმა დაამკვიდრეს ღმერთებმა. იგიგები შეაჭირვა ღმერთების სამსახურის მძიმე ტვირთმა. ისინი ადრტვინდნენ, მაგრამ საქმე აჯანყებამდე არ მისულა, რადგან ენქის რჩევით ღმერთების კრებულმა იგიგებს სამსახურის ტვირთი მოხსნა და ახლად გაჩენილ არსებას, ადამიანს, დააკისრა. ნიშანდობლივია, რომ ღმერთებმა კაცი შექმნეს, როგორც ეპოსიდან შეიძლება დავინახოთ, იგიგების წინამძღოლის სისხლ-ხორცისაგან.

იგიგები რიცხვით ექვსასნი არიან და მათი კრებითი სახელის იდეოგრამაც ზოგჯერ ასე იწერება – 600.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები