იელეგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იელეგი – ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელი, უსახელოებო ზედა ჩასაცმელი. ზუბუნის განვითარების წინა საფეხური.

იელეგი თარგის მიხედვით ზუბუნის მსგავსი იყო, მხოლოდ სახელოების გარეშე. ზოგან მასალად ფარჩასა და ხავერდს იყენებდნენ. იელეგის საყელოსა და საგულეს ნაწიბურები წელამდე ფერადი ღილებით, ე. წ. „გილაბდონით” იკვრებოდა, რაც მას სილამაზესთან ერთად სიმაგრესაც მატებდა. გილაბდონზე სადაფის ანდა ვერცხლის ღილებსაც აკერებდნენ. იელეგი ზუბუნზე ადრე იყო გავრცელებული. შემდგომში თანდათანობით სახელოები მიედგა, უკან – წელის არეში ნაოჭები გაუკეთდა და ზუბუნად ჩამოყალიბდა.



ლიტერატურა

სამსონია, 2005:101; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:179.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები