იერიშის საარტილერიო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის საარტილერიო მომზადება - არტილერიის საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც უშუალოდ წინ უძღვის ჯარების იერიშს; იერიშის საცეცხლე მომზადების შემადგენელი ნაწილი.

იერიშის საარტილერიო მომზადება ხორციელდება მოწინააღმდეგის ბირთვული, საარტილერიო და სხვა საცეცხლე საშუალებების, ცოცხალი ძალის დაზიანების, აგრეთვე თავდაცვითი ობიექტების დანგრევისთვის წინასწარ ორგანიზებული ცეცხლით. მისი მიზანია მოწინააღმდეგეს წაართვას მოიერიშე ჯარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა. იწყება დადგენილ დროს და მთავრდება მაშინვე, როდესაც მოიერიშე ქვედანაყოფები იერიშზე გადასვლის ზღუდეს გაივლიან.

იერიშის საარტილერიო მომზადების ხანგრძლივობა, თანამიმდევრობა და საბრძოლო მასალების ხარჯი განისაზღვრება იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრი, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათი და დაჯგუფება, მისი დაზიანებისთვის საჭირო ხარისხი, აგრეთვე იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა გადაწყვიტონ სარაკეტო ჯარებმა, ავიაციამ, ტანკებმა. იერიშის საარტილერიო მომზადება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ცეცხლით თავდასხმისგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები