ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია − (the theory of englishamerican school), ღირებულების ალტერნატიული თეორია, რომელიც წამოაყენა ინგლისურ-ამერიკულმა სკოლამ. ეს სკოლა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. მისი ფუძემდებელია ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი ალფრედ მარშალი. ამ თეორიას იზიარებს პოლ სამუელსონიც. ინგლისურ-ამერიკულმა სკოლამ ღირებულების თეორიების - შრომითი ღირებულების თეორია, ზღვრული სარგებლიანობის თეორია, წარმოების დანახარჯების თეორია, მოთხოვნა-მიწოდების თეორია - შეერთებით შექმნა ღირებულების ახალი თეორია, რომელშიც ამოსავალია მოთხოვნა-მიწოდების კანონი. ამ „ახალი თეორიის” მიხედვით საქონლის მიწოდებას განსაზღვრავს წარმოების დანახარჯები, ხოლო მოთხოვნას - საქონლის ზღვრული სარგებლიანობა. ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია ყველაზე ოპტიმალურია, იგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით განსაზღვრის თავისებური სინთეზია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები