ინიციატივა მასობრივი დაზიანების იარაღის სფეროში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინიციატივა მასობრივი დაზიანების იარაღის სფეროში - ინიციატივა, რომელიც წამოყენებულ იქნას ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების მიერ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელიც შედგა 1999 წლის აპრილში ქ. ვაშინგტონში.

იგი მიზნად ისახავდა მოკავშირეების მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის გავრცელების საკითხში ურთიერთგაგების გაღრმავებას, ამ საკითხში პოტენციური საფრთხეების შექმნაზე ყურადღების გამახვილებას, ასევე ნატოს იმ ორგანოების კოორდინაციას, რომლებიც დაკავებული არიან ამ იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხებით.

აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოღვაწეობის პოლიტიკურ და თავდაცვის ასპექტებს მასობრივი დაზიანების იარაღის სფეროში. იგი ასევე ავსებს ძალისხმევას შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში და გავრცელების საწინააღმდეგოდ.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები