ინფორმაციის შეგროვება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფორმაციის შეგროვება - იმ ცნობების და მონაცემების შეკრების, განზოგადებისა და ანალიზის პროცესი, რომლებიც სარდალს (მეთაურს) საომარი მოქმედების დროს სჭირდება ოპერაციის (ბრძოლის) და ჯარების (ძალების) მართვაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ინფორმაციის შეგროვებს განუწყვეტლივ ახორციელებენ მართვის ორგანოები პირდაპირი ურთიერთობის და მართვის ზემდგომი, ქვემდგომი და ურთიერთმოქმედი ორგანოებიდან შემოსული ცნობების და მონაცემების შესწავლის გზით, როგორც საბრძოლო მოქმედების მომზადებისას, ასევე ამ მოქმედების მსვლელობის დროს. ინფორმაციის შეგროვებისთვის მუშაობის უშუალო ორგანიზატორია შტაბის უფროსი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები