იოანე მთაწმიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანეს ფრესკა ათონის ივერთა მონასტერში

იოანე ათონელი (მთაწმიდელი) (?-1005) — ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი და ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი. ექვთიმე ათონელის მამა წარმოშობით სამხრეთ საქართველოს დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო X ს. 50-იან წლებში მცირე აზიაში, ოლიმპოს მთაზე, ქართველ მონაზონთა წრე შექმნა, 965 წ. ეს ბერები ათონის მთაზე გადაიყვანა და იქ ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა. 980-983 წწ, იოანე თორნიკყოფილთან ერთად ააშენა ქართული მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თავადვე შეიქნა. იოანე ათონელის სახელით ჩვენამდე მოღწეულია ვრცელი ანდერძი. იგი ერთვის იოანე ოქროპირის ნაშრომის („თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“) ექვთიმე ათონელისეულ თარგმანს. ანდერძი საინტერესოა ღვთისმეტყველური შესავალით და ექვთიმეს მიერ თარგმნილ თხზულებათა ინდექსით.

ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, 1960, გვ. 104-213.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები