ირიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირიტი

ირიტი (ლათ. pyrītēs კაჟი < ბერძ. pyrítēs líthos ცეცხლის ქვა), გოგირდისა და რკინის ალმადანი. გოგირდისა და რკინის ბუნებრივი ნაერთი (რკინის დისულფიდი), გაუმჭვირი მინერალი ქიმიური ფორმულით FeS2 (46,6% Fe; 53,4% S). შედგენილობაში ხშირად შედის სხვა მინარევებიც, როგორებიცაა Со, Ni, As, Cu, Au, Se და სხვ. სიმკვრივე – 4950-5100 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით – 6-6,5; დნო-ბის ტემპერატურა – 1117-1188°C. მეტალური ბრწყინვალებისა და მკრთალი თითბრისფერ-ყვითელი ელფერით ის გარეგნულად ოქროს წააგავს, რის გამოც, ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში, ის ასევე ცნობილი იყო მეტსახელით „სულელის ოქრო”. პირიტი გამოიყენება გოგირდმჟავას, გოგირდის და რკინის სულფატის მისაღებად, ცემენტის მაკორექტირებელ დანამატად, დეტექტორულ დიოდად რადიომიმღებებში და სხვ. აღსანიშნავია, რომ წინარეისტორიული ადამიანი პირიტის კაჟზე დარტყმით იღებდა ნაპერწკლებს, რომელთა სააბედე სოკოზე მოხვედრით ინთებოდა ცეცხლი, რაც დაკავშირებულია ამ მინერალის ბერძნული სახელის წარმომავლობასთან.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები