კავკასიური მთის რუხი ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kavkas.PNG

კავკასიური მთის რუხი ფუტკარი - ფუტლრის ჯიში. ბუნებრივი საცხოვრებელი ზონაა ამიერკავკასიის მთიანი და მაღალმთიანი რაიონები, სადაც ეს ფუტკარი სახლობს ძველი დროიდან. კავკასიის მთის რუხი ფუტკარი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და საზღვარგარეთ (40-ზე მეტ ქვეყანაში). კავკასიური მთის რუხი ფუტკარი განსაკუთრებული თვინიერებითა და მსოფლიოს ყველა ჯიშის ფუტკრებს შორის გრძელი ხორთუმით გამოირჩევა.

ხორთუმის სიგრძე 6,6-7,2 მმ-ია, მესამე თერგიტის სიგრძე - 4,7 მმ, ერთი დღის მუშა ფუტკრის მასა 90 მგ, გაუნაყოფიერებელი დედის მასა 180 მგ, განაყოფიერებულის 200 მგ. დედის ნაყოფიერება ფუტკრის ოჯახების ყველაზე უფრო ინტენსიური განვითარების პერიოდში 1100-1500 კვერცხია დღეღამეში. თაფლი მუქი (სველი) ნაბეჭდია, ბუდეს დინდგელით ძლიერ ლესავს, ფუტკარს ძალიან აქვს გამოხატული ქურდობისადმი მიდრეკილება, ქურდი ფუტკრისაგან ბუდეს კარგად იცავს. ბუდის გასინჯვის დროს ფუტკარი მშვიდად აგრძე| ლებს მუშაობას სკიდან ამოღებულ ფიჭაზე. კავკასიურ ფუტკარს ყველაზე მე„ტად აქვს გამოხატული სამეურნეო ნიშან-თვისება ნექტრის შეგროვების განსაკუთრებული უნარი. იგი განსაკუთრებით ყოჩაღია საკვების ახალი წყაროს მოძებნაში. სწრაფად გადაირთვება ღალიანობის ერთი წყაროდან მეორეზე,გაცილებით უკეთესად იყენებს პოლიფლორულ ღალას პარკოსანი კულტურებიდან, განსაკუთრებით, სამყურადან. დასაწყისში თაფლს აბინავებს ბუდის ნაწილში, შემდეგ საკუჭნაოში. ფუტკარი გამოირჩევა ნაკლები ნაყრიანობით, საფუტკრეში სანაყრე მდგომარეობაში მოდის ოჯახების 3-5 %, ოჯახი ამ დროს აშენებს მცირე რაოდენობის (5 20) სადედეს და სანაყრე მდგომარეობაში მყოფი პრაქტიკულად არ ამცირებს ღალის გამოყენების ტემპს, ფიჭების შენებას, ბარტყის გამოკვებას. ფუტკარი ადვილად გადაირთვება სანაყრე მდგომარეობიდან სამუშაოზე. დღეში 400-500 ღალიანობის დროს ოჯახი სანაყრე მდგომარეობიდან გამოდის.

კავკასიური მთის რუხი ფუტკარი თავის სამშობლოში კარგად ზამთრობს. გამოზამთრების არახელსაყრელ პირობებში ეს ფუტკარი ზამთარგამძლეობით მკვეთრად ჩამორჩება შუა რუსეთის ფუტკარს. კავკასიური ფუტკარი უფრო ძლიერ ავადდება სიდამპლეებითა და ნოზემატოზით, ვიდრე შუა რუსეთის ფუტკარი. კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სათაფლე პროდუქტიულობა გავრცელების რაიონების მიხედვით მერყეობს; 58 კგ-დან ბაშკირეთში 4 კგ-მდე აზერბაიჯანში, ფუტკრის ოჯახზე თაფლის საერთო საშუალო გამოსავალი 29 კგ-ია. კავკასიური მთის რუხი ფუტკრის ჯიშს იყნებენ შედარებით ღარიბი და ზომიერი ღალიანობის ადგილებში, სხვა ჯიშებთან შეჯვარებისათვის.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები