კავკასიური ყვითელი ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yviteli.jpg

კავკასიური ყვითელი ფუტკარი - ფუტლრის ჯიში. მისი ბუნებრივი ბინადრობის ზონაა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაბლობი ველები. კავკასიური ყვითელი ფუტკარი ფართოდაა გავრცელებული ჩრდილო კავკასიაშიც. ფუტკრის სხეულის შეფერილობაში ჭარბობს ყვითელი ფერი. ხორთუმის სიგრძე 6,5—6,9 მმ-ია, მესამე თერგიტის სიგრძე — 4,7 მმ, ერთდღიანი მუშა ფუტკრის მასა 80-90 მგ, გაუნაყოფიერებელი დედის მასა — 180 მგ, განაყოფიერებულისა — 200 მგ. ოჯახის ინტენსიური განვითარების პერიოდში დედის ნაყოფიერება 1100—1700 კვერცხია დღე-ღამეში.

ფუტკარი კარგად არის შეთვისებული მშრალ კლიმატს, ზაფხულის პერიოდმი, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, ფუტკარი ბუდეს კი არ ანიავებს, არამედ უმოძრაოდ ზის ფიჭებზე. ზამთრის პერიოდში საჭიროებს კუჭ-ნაწლავის გასაწმენდ ხშირ გამომღერებას. ფუტკარი ზომიერად მონაყრეა, მშვიდი, მიდრეკილება აქვს ქურდობისადმი. თაფლის ნაბეჭდი მუქია. ხალასჯიშიან კავკასიურ ყვითელ ფუტკარსა და დედების რეპროდუქციას მისდევენ სასომხეთსა ამიერკავკასიაში. კავკასიური ყვითელი ფუტკარი გამოიყენება სელექციაში არსებულის სრულყოფისა და ახალი ჯიშების გამოსაყვანად, აგრეთვე სამრეწველო შეჯვარების დროს.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები