კავსაძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ კავსაძე

კავსაძე მიხეილ ლონგინოზის ძე - (დ. - 1880, სოფ. ხოვლე, გორის მაზრ. - გ. - 10.V.1951, თბილისი) - მომღერალი, სახალხო გუნდის ლოტბარი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1888-1894 წლებში სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი - თბილისის ქართულ გიმნაზიაში. მუსიკალური განათლება არ მიუღია. 1897 ი. ჭავჭავაძის რჩევით, მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 1900-1903 წლებში კონცერტებს მართავდა თბილისის მუშათა უბნის თეატრებში. ასრულებდა რევოლუციურ სიმღერებს („მარსელიეზა“, „ჩვენ ვართ მჭედელნი“, „ძმებო, დროშა გაიშალა!“).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში მის შესახებ არაერთი წერილი და ფოტო გამოქვეყნდა. რეგულარულად მართავდა კონცერტებს. 1918 წლის 31 ივლისს კონცერტი გამართა დემოკრატიულ კლუბ მუშტაიდში. 1918 წლიდან ქართული სიმღერა გალობის კურსები ჩამოაყალიბა.

1923-1926 წლებში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გუნდს. 1936 წელს გორის მომღერალთა ეთნოგრაფიულ გუნდს, 1938 - კასპის, 1940 კი - თბილისის მომღერალთა გუნდებს. აგროვებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, აქვეყნებდა წერილებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. V, თბ., 1980; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015;
  • ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №10;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1918, №294, №302.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მიხეილ კავსაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები