კაკიტაძე კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტე კაკიტაძე

კაკიტაძე კოტე − (1959 − 2010), ქართველი ენათმეცნიერი, პოეტი, პედაგოგი. დაიბადასოფელ დერჩში (წყალტუბო), პედაგოგების ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1982 წლიდან მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1990-98 წლებში იყო თსუ-ს ახალციხის ფილიალის ქართული ენის კათედრის გამგე და ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1998 წლიდან სულხან-საბა ორბელიანისა და თბილისის სახელმწიფო − უნივერსიტეტების პროფესორი. მან 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (თემა: „ქართული ენის ლეჩხუმური დიალექტი რაჭულთან და იმერულთან მიმართებით”); 2002 წელს − სადოქტორო დიტერტაცია (თემა: „სიტყვის მნიშვნელობის ცვლის საკითხები ქართულში”); ეს ნაშრომი 2005 წელს ცალკე წიგნად გამოიცა. კოტე კაკიტაძე ავტორია ექვს ათეულზე მეტი ნაშრომისა. ფართო იყო მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო: დიალექტოლოგია და ენის ისტორია, ქართული ენის სტრუქტურა, ლექსიკოლოგია; ეთნოლინგვისტიკა და კომპიუტერული ლინგვისტიკა...

1996-99 წლებში რედაქტორობდა ლიტერატურულ ალმანახს „სიტყვაი”, 2005-06 წლებში კი − ჟურნალ „მერმისს”. 2008 წლიდან საერო უნივერსიტეტ „რვალის” სამეცნიერო შრომების კრებულის მთავარი რედაქტორია. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა რამდენიმე მონოგრაფია, ლექსების არაერთი კრებული და რომანი.


* * *
აფარფატდა ბინდში შიში,
შიში, სუნთქვის გახშირებით,
ჩხაპნის გულის უხეშ კონტურს
უსულგულო ნახშირებით.
ისერება სივრცე რუხი
მუგუზლებით და ჩხირებით,
ოჰ − ოჰ, კი − კი, ან − ან, თუ − თუ...
უთავბოლო ახირებით.
ხაზთა უსრულ ლაბირინთებს
ნთქავენ ჟამნი და ჭირები.
და ცახცახებს ბინდში ძარღვი,
ძარღვი − შიშით ნაჭირვები

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები