კალანდია არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ კალანდია

არჩილ კალანდია − (Archil Kalandia) 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

დაიბადა: 28 თებერვალი, 1983 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1999-2004 − თბილისის აზიისა და აფრიკის]] ინსტიტუტი. აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ფაკულტეტი. ჩინური ენისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკის სპეციალისტი;
2010-2013 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
2005-2006 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის ატაშე;
2006-2007 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტის მესამე მდივანი;
2007-2014 − ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; ასევე, კონსულის მოვალეობის შემსრულებელი (2010-2012) და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი (2013-2014);
2014-2017 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი;
2015-2017 − კავკასიის უნივერსიტეტი. მიწვეული ლექტორი;
2015-2017 − ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. მიწვეული ლექტორი;
2017-2018 − ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

ავტორია მონოგრაფიისა „ჩინეთის ტრანსფორმაცია XXI საუკუნეში“ (2015) გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტატია ჩინეთის გახსნილობისა და რეფორმების პოლიტიკის შესახებ.

ფლობს: ინგლისურ, ჩინურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
2013 − ჩინეთში გამოცემულ ჟურნალ „Wine in China“-ს მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ღვინის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
2014 − ჩინეთის უცხოეთთან მეგობრობის ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით „International Friendly Ambassador“;
2014 − თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ დაჯილდოვდა მადლობის სიგელით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები