კარაპანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარაპანი – სახლის წინა შესასვლელი, სახლის წინა, ფასადის მხარეს მიდგმული დამხმარე გადახურული სათავსი, ერთფერდა, ყავრიანი სახურავის ქვეშა ნაწილი ანდა სახლის გვერდზე მიდგმული ერთფერდა სახურავიანი ღია ფარდული, ღია ადგილი, სადაც შეშის დაჩეხვა, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღების დამზადება თუ შეკეთება, პურის გარჩევა, საოჯახო ჯეჯიმებისა და შალეულის მოქსოვა ხდებოდა.

კარაპანში განლაგებული იყო მძიმე საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო იარაღები. კარაპანი ყველა სახლს არ ჰქონდა. იგი მხოლოდ ისეთი სახლებისათვის იყო დამახასიათებელი, რომელთა ფასადის მხარეს მეორე სართული პირდაპირ მიწაზე იყო შედგმული. სახლებს, რომელთა პირველი სართული ფასადის მხრიდან აშკარად შეიმჩნეოდა, კარაპანი არ უკეთდებოდა. ითვლება, რომ აჭარული კარაპანი, როგორც დანიშნულებით, ისე სახელწოდებით სვანური „კარაპან’ის” შესატყვისობას წარმოადგენდა, სადაც სახლის წინ — შესასვლელში მიდგმული ფარდული საჩრდილობლად და ზოგი რამ ჭურჭლის დასაწყობად იყო განკუთვნილი.



ლიტერატურა

ჩიქოვანი, 1960:99-100; რობაქიძე, 2014; ნიჟარაძე, 1971:222.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები