კენკეშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კენკეშა

კენკეშა - (Gadellia lactiflora [M. Bieb.] Schulkina = Campanula lactiflora M. Bieb.); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 150 სმ-მდეა. აღმავალი შიშველი ან აქა-იქ შებუსული. ღერო მარტივია, ყვავილედი – დატოტვილი. ფოთლები ფართოა, კიდეებზე ორმაგად დაკბილული და ჯირკვლოვანი ქვედა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, ზედა ფოთლები ნახევრად ღერომხვევია, ზედა მხრიდან შიშველი და ქვედა მხრიდან მცირედ შებუსული. ყვავილედი საგველაა. ყვავილი დიდი ზომისაა, თეთრი ან ღია ცისფერი. ყვ. ნაყ. VI-IX. Gadellia – კავკასიის ენდემური გვარია ერთადერთი სახეობით. კახეთში ეს მცენარე მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე იზრდება ტყისპირა მიდამოებში, კლდეებზე, დეკიანებში, მაღალ ბალახეულობაში. ზოგჯერ გვხვდება მასიურად. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები