კენლუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კენლუნი – (ჩინ.) უზარმაზარი წმიდა მთა, რომელიც სადღაც, ჩინეთის სამხრეთით მდებარეობს. იქ არის დაკიდებული ბაღები, ნეფრიტის წყაროები გამჭვირვალე წყლებით, ნეფრიტის ტბორი და სხვა საოცრებანი. მთის მბრძანებელია ლომისმკერდიანი, კაცსახიანი, ცხრაკუდიანი და ვეფხვისბრჭყალებიანი კაციჭამია არსება. მთაზე ცხოვრობს სხვა კაციჭამია, ოთხრქიანი ცხვრის მსგავსი, იხვისტოლა, ფუტკრისმაგვარი ფრინველი, რომლის ნაკორტნი მომაკვდინებელია. იქ არის ამასთანავე, სასარგებლო მცენარეები: მსხლის მსგავსი ნაყოფი, რომლის შეჭმის შემდეგ ადამიანი წყალში არ ჩაიძირება, დაღლილობის წამგვრელი ბალახი. და, ბოლოს, უკვდავების ხე, რომელიც იძლევა ატმის ნაყოფს ათას წელიწადში ერთხელ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები