კერია-ბერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერია ბერია - სარიტუალო ტკბილი პური.

ახალი წლის წინა დღეს რაჭაში ოჯახის უფროსს სახლში მოჰქონდა ერთი მარხილი შეშა, რომელზედაც იდო „ნეკერი“ - ტირიფის ტოტები, აგრეთვე თხილის ყვავილედი, ფითრი და სხვ. ღამით აცხობდნენ „კაცაბასილას“, რომელსაც ადამიანის ფორმა ჰქონდა და დიდ ტკბილ პურს – „კერია ბერიას“

„კერია-ბერიას“ გამოცხობამდე თხელი ჭიქით იმდენ მრგვალ ნაჭდევს აკეთებდნენ, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, რათა ყველას შეხვედროდა ამოჭრილი კოკორი. აცხობდნენ ცალკე კოკრებსაც, რომელზეც ზემოდან შტამპით გამოსახავდნენ ქართულ ბორჯღალს ან ჯვარს. მამაპაპისეული შტამპი ჯვრის გამოსახულებით ყველა ოჯახში ინახებოდა. ტკბილ პურს – „კერია ბერიას“ ბაჯიხევში „მზიდარას“ (მზის დარს) ეძახდნენ. რაც მომდინარეობს უძველესი დროიდან, როგორც თაყვანისცემა კერიის ღვთაებისადმი, რომელსაც მეკვლე ოჯახის ბარაქიანობას სთხოვს (დვალიძე, 2014).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები