კვოტა (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვოტა - (quota) [<ლათ. quotu წილი]

  1. ნაწილი, წილი, ნორმა, პაი; საგადასახადო კვოტა - დაბეგვრის განსაზღვრული ერთეულიდან აკრეფილი გადასახადის სიდიდე;
  2. წარმოებასა და გასაღებაში წილი, დადგენილი საკარტელო შეთანხმების ფარგლებში მისი თითოეული მონაწილისათვის.

იმპორტული კვოტები გამოიყენება საქონლის საზღვარგარეთ შეძენის შესაზღუდად, ხოლო საექსპორტო კვოტები - ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნების საექსპორტო შემოსავლის სტაბილიზაციისა და მიწოდების შეზღუდვისათვის ფასების შენარჩუნების მიზნით.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები