კიდურწერტილოვანი დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიდურწერტილოვანი დამწერლობა იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე

კიდურწერტილოვანი დამწერლობაქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა. კიდურწერტილოვანი დამწერლობის ასოთა კიდურებში, აგრეთვე ქარაგმის ხაზის ბოლოებში, დასმულია ღრმა წერტილები. ტერმინი შემოიღო (1926) ი. ჯავახიშვილმა, კიდურწერტილოვანი დამწერლობით შესრულებული უძველესი თარიღიანი წარწერაა 1006 საამშენებლო წარწერა გურგენ მეფეთა მეფისა (994–1008) იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე: ასევე კიდურწერტილოვანი დამწერლობით შესრულებული ერთ-ერთი უძველესი წერილობითი ძეგლია ბაგრატ IV-ის 1032 წარწერა იშხნის დიდი ტაძრის სამხრეთ კედელზე. ამის შემდეგ კიდურწერტილოვანი დამწერლობით შესრულებულ წერილობით ძეგლებს ვხვდებით XVIII ს-ის ჩათვლით.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები