კიპუჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიპუჩი - (ებრ. „გამოსყიდვა“) შემოდგომის დღესასწაული, რომელსაც ტიხრის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერში) აღნიშნავენ ებრაელები ცოდვათაგან (ბრალთაგან) განსაწმენდელად. მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათაწმიდაში და ორმაგ მსხვერპლს სწირავდა: საკუთარ მღვდელმსახურთა და ხალხის ბრალეულობათა გამოსასყიდად. შემდეგ ამ ცოდვებს წაიკითხავდა ერთ ვაცზე და მას გაუშვებდა უდაბნოში. ამ ვაცს ეწოდებოდა „განტევების ვაცი“. მისი დაჭერა და დაკვლა არ შეიძლებოდა. ამ დღეს აკრძალული იყო რაიმე საქმის კეთება.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები