კისრის განგრენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კისრის განგრენა — კისრის განგრენა, იგივე ჩამავალი ნეკროზული ცერვიკალური ცელულიტი, უმეტესწილად, ოდონტოგენურია. კისრის შესივების და ანთებითი მოვლენების დროს, კანქვეშ, კრეპიტაცია – ჰაერის არსებობა, აუცილებლად მოითხოვს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, რომელიც რაც შეიძლება ფართო ფასციალურ დისექციაში გამოიხატება. შემდგომ, 7-8 დღის მანძილზე, მისი ყოველდღიური სანაცია ხდება რეანიმაციაში, ანტიბიოტიკით და წყალბადის ზეჟანგით. ამ დროს პაციენტი იმყოფება ანტიბიოტიკოთერაპიის ქვეშ, ინტუბირებული და სედატირებული. როდესაც ღიად დატოვებული ჭრილობის მდგომარეობა და სისხლის ანალიზი გაუმჯობესდება, შეიძლება პაციენტის გამოღვიძება. ჭრილობის დახურვა ხდება მეორადი შეხორცებით.

რასაკვირველია, აუცილებელია ადეკვატური ანტიბიოტიკოთერაპია და ყველა რეანიმაციული ღონისძიება. ამ პათოლოგიას ძალიან მაღალი სიკვდილიანობა აქვს ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც.

NOTA BENE
  • არ დააგვიანოთ განგრენოზული ცელულიტის დრენირება-სანაცია ქირურგიული პრინციპების დაცვით. კერძოდ, ფართო განაკვეთით, დისექციით, ყველა ჩირქგროვის გახსნით და დრენირებით;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები