კობიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კობიძე

კობიძე დავით − (1906 − 1981), ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, პედაგოგი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ შუა ამაღლებაში (ჩოხატაური). 1933 წელს დაამთავრა თსუ. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1948 წლიდან – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1953 წლიდან − თსუ-ს ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ენისა და ლიტერატურის ისტორიას; კლასიკური და აღორძინების ხანის ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების და ქართული და სპარსული პოეტიკის საკითხებს. თარგმნა საადის „ბუსთანი” და „გოლესთანი”.


საადი შირაზელი
ფრაგმენტი „ბუსთანიდან”
თარგმნა დავით კობიძემ
სახელი შენი თუ გსურს დარჩეს უკვდავი მუდამ,
კეთილი საქმე ხალხისათვის აკეთო უნდა!
შენც იგივე ხარ, შენი სახეც იმგვარად ბრწყინავს,
როგორიც იყვნენ მეფეები წინათ და წინათ.
მათ სწვავდათ ჟინი, აღტაცება და სიმწუხარე,
დაბოლოს გაქრნენ, სამუდამოდ თვალს მიეფარნენ.
ერთი დიდების ძეგლს დაიდგამს და ისე წავა,
მეორეს ხალხი მოიგონებს წყრომით და ავად.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები