კოლონკელისძე ვარდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდან კოლონკელისძე - ჰერეთის ერისთავი 1150-1160-იან წწ-ში. მემატიანე მას გიორგი III-ის მტრობაში ადანაშაულებს. გაგის გასათავისუფლებლად ელდიგუზ ათაბაგთან ბრძოლაში (1163) გიორგი III-ს ხელი შეუშალა დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ვარდან კოლონკელისძე - მტრის დასადევნებლად ამხედრებული მეფისათვის მას ცხენის სადავეები ხელით დაუჭერია.


წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 12; მესხია 1979: 119.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები