კონტრვალაციური ხაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტრვალაციური ხაზი - (ლათინური contra – წინააღმდეგ და vallatio - გამაგრება), სიმაგრეების უწყვეტი ხაზი, რომელსაც აშენებდნენ ციხესიმაგრის მოალყენი ალყაში მყოფების უეცარი გამოხტომების თავიდან ასაცილებლად. იქმნებოდა ციხის გალავნიდან 300-600 მ-ზე მიწაყრილიანი და კოშკურებიანიერთიანი თხრილის სახით.

კონტრვალაციური ხაზი გამოიყენებოდა უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე. მოალყეებს ზურგიდან რომ არ დასხმოდნენ, თავის დასაცავად აშენებდნენ ცირკუმვალაციურ ხაზს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები