კოპტონაშვილი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ კოპტონაშვილი – (1866-1956), მასწავლებელი, ჯავახური ფოლკლორის შემკრები. დაიბადა სოფელ კოთელიაში (ახალქალაქის რ.). ერთხანს მუშაობდა სოფ. ტოლათსოფელში, სადაც მის მისვლამდე ვაჟა-ფშაველა მასწავლებლობდა. „ივერიაში“ გამოაქვეყნა ხევსურული ლექსები. დაბეჭდა თქმულება შ. რუსთაველზე. ვ. კოპტონაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ეთნოგრაფიული წერილები და არქეოლოგიური ნარკვევები.

ი. მაისურაძე



ლიტერატურა

  • ვ. კოპტონაშვილი: ჯავახეთი, „ივერია“, 1888, № 163;
  • აოხრებული სოფელი სირგვი, „ივერია“, 1888, № 50; 1889; № 140;
  • მესხური ლექსი, „ივერია“,. 1894, №30;
  • ლეგენდა (მ. რუსთაველის ცხოვრებაზე), „ივერია“, № 21, 1894;
  • ყეენობა ჯავახეთში.
  • ი. მაისურაძე, ხალხის მოჭირნახულე. წითელი დროშა, №,28, 28.. III. 1958.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები