კოფეინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოფეინი - (caffeine) – ერთ-ერთი ქსანტინი, რომელსაც აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის მსუბუქი მასტიმულირებელი, ვაზოდილატაციური და დიურეტიკული თვისება.

კოფეინი არის ყავაში, შოკოლადში, კოკა-კოლასა და სხვა გამაგრილებელ სასმელებში. ჩაიში, ზოგ შემთხვევაში, იგი გვხვდება სხვა ქსანტინებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა: თეოფილინი ან თეობრომინი.

კოფეინის მწვავე ან ქრონიკულ მავნედ გამოყენებას (მაგ., დღის განმავლობაში 500 მგ ან მეტის მიღება), რომელსაც ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს, ეწოდება კოფეინიზმი. სიმპტომები მოიცავს: აღგზნებას, უძილობას, სახის ჰიპერემიას, ტაქიკარდიას, კუჭ-ნაწლავის აშლილობას (მათ შორის ტკივილები მუცლის არეში). აჩქარებული ასოციაციები და გვერდითი ასოციაციების სიჭარბე, ზოგჯერ არსებული განგაშის, პანიკური რეაქციების, დეპრესიის ან შიზოფრენიის ეგზაცერაცია. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედ მოხმარებით გამოწვეული დარღვევები, რომლებიც შედის დსკ მე-10 გადასინჯვაში, მოიცავს დარღვევებს, გამოწვეულს კოფეინის მიღებით და კოფეინისადმი დამოკიდებულებას (რუბრიკა F15).



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები