კოხუჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოხუჯი

კოხუჯი (ხევი) - (კვანძური (კახ.) ჯღანი (ჯუთა, ხევს.) - უხეში ქალამნის ტიპი. ასეთი ქალამნის ამოსხმის დროს საკერავი თასმა ხელში იგრიხებოდა, რათა ხმარების დროს კოპს მეტი სიმაგრე ჰქონოდა. ერთ თვალში გაყრილი კოპი უკანვე ბრუნდებოდა და კოპები გრეხვით ერთმანეთზე იდებოდა. ერთი კოპი ნაჩვრეტში გადიოდა და ასე მეორდებოდა ქალამნის ამოსხმის დასრულებამდე.

კახელები კოხუჯს უწოდებდნენ უშნოდ ამოსხმულ, გაცვეთილ და გამხმარ ქალამანს.



ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები