კრედიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრედიტი - (credit, loan, <ლათ. creditum სესხი, ვალი <credere ნდობა),

  1. დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების ან საქონლის გაცემა ვალად განსაზღვრული ვადით ფიქსირებული პროცენტის საფასურად. კრედიტის ძირითადი ფორმებია: აქცეპტური, აქცეპტურ-რამბუსნული, იპოთეკური, კომერციული, რელოვერული, საბანკო, საერთაშორისო, საექსპორტო, სავალუტო, სამომხმარებლო. განასხვავებენ მოკლე- და გრძელვადიან კრედიტს. მოკლევადიანი კრედიტი, როგორც წესი, გაიცემა ერთ წლამდე ვადით, ხოლო გრძელვადიანი - ერთ წელზე მეტი ვადით და ძირითადად საინვესტიციო კაპიტალის სახით გამოიყენება;
  2. საბუღალტრო ანგარიშის მარჯვენა მხარე. აქტიურ ანგარიშში კრედიტში ჩანაწერი ნიშნავს შემცირებას, ანუ გასავალს, ხოლო დებეტში ჩანაწერი - ზრდას, ანუ შემოსავალს. პასიურ ანგარიშში კი, პირიქით, კრედიტში ჩანაწერი ნიშნავს ზრდას, ანუ შემოსავალს, ხოლო დებეტში ჩანაწერი - შემცირებას, ანუ გასავალს;
  3. ნდობა, ნდობით სარგებლობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები