კუპრი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა კუპრი - ჰერეთის ერისთავი XIII ს-ის შუა ხანები. შოთა კუპრი, სავარაუდოდ, გრიგოლ ასათის-ძის მემკვიდრე იყო. ჟამთააღმწერელი XIII ს-ის 40-50-იან წწ-ებში მას მიიჩნევს ჰერეთის ერისთავად. შოთა კუპრი ჰერეთ-კახეთის დიდებულებთან ერთად შეხვდება აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნებულ რუსუდან მეფეს, იგი მონაწილეობს კოხტასთავის შეთქმულებაში, სხვა დიდებულებთან ერთად საზეიმოდ ეგებება საქართველოში დაბრუნებულ დავით ლაშას ძეს. სხვა ცნობები შოთა კუპრის შესახებ არ მოგვეპოვება. რ. კიკნაძის აზრით, სწორედ იგი უნდა იყოს მონღოლთა მიერ დანიშნული ჰერეთის დუმნისთავი.

წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 195, 25, 219;
  • კიკნაძე 1983: 95.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები