კუტალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუტალი

კუტალი - ძირჩადგმული, ცილინდრისებური სამ დაბალ ფეხზე შემდგარი ხის (ნაძვის, კატრის) ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილი, ყელი, ტანი და სახელური.

კუტალი ითლებოდა ორი მტკაველი სიგრძის ხისაგან, მის ტანს ხოწით ამოთლიდნენ, ხოლო ყელს შამფურით ჩასწვავდნენ. ნედლ კუტალს ფიჭვის ხმელ ძირს ჩაუდგამდნენ.

კუტალის დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გოდერძისა და წინუბნის კუტალები. წყლით ავსებულ კუტალს სახელურით ზურგზე მოიკიდებდნენ, აქედანაა წარმოშობილი იმერულ დიალექტში შესული სიტყვა „მოკუტალება“.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები