ლამარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამარია უშგული

ლამარია – (სვან. წმიდა მარიამი და მარიამის ეკლესია, „სამარიამო“).

დევმა უშგულის ლამარიას ცოლობა სთხოვა. ლამარიამ იუკადრისა და დევს უარი შეუთვალა. მაშინ დევმა შუაკაცები გაუგზავნა, თუ არ გამომყვები, ენგურს დავაგუბებ და შენც დაგღუპავ და მთელ ქვეყანასაცო. მაგრამ მუქარამ ვერ გაჭრა, ლამარია მტკიცე უარზე იდგა. და შეუდგა დევი ენგურის დაგუბებას ჯვიჰის ღელეში. ააშენა ჯებირი და, როცა წყალმა დაგუბება იწყო და ლამარიას ეკლესიასაც მიადგა, ლამარიამ წმიდა კვირიკეს სთხოვა შემწეობა. კვირიკემ შეუთვალა: შენ მხოლოდ ერთი ყოჩი გამოუშვი, მე ერთ ვაცს გამოვუშვებ და ორივენი ერთიანი ძალით ჯებირს გაანგრევენო. მართლაც გაუშვეს ვაცი და ყოჩი კვირიკემ და ლამარიამ, გამოექანენ, ეძგერენ ჯებირს და გაანგრიეს. ამ დროს დევს უკანასკნელი ორი ქვა მოჰქონდა ჯებირზე დასადებად და განგრეული ჯებირი რომ დაინახა, განრისხებულმა ქვები მოისროლა. ერთი მათგანი ლაშნაში, ენგურის მარჯვენა ნაპირზე დაეცა, რაზეც შემდეგ ციხე-კოშკი აშენდა. ეს ქურდიანების კოშკია სოფელ ბოგრეშში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები