ლანჩხუთის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლანჩხუთის წმინდა გიორგი – ერთხელ ლეკები დასხმიან საქართველოს და ლანჩხუთამდეც მიუღწევიათ. ლანჩხუთში მათ დაანგრიეს წმ. გიორგის ეკლესია და ხატიც გაიტაცეს. ამ ნანგრევთან მდგარა ერთი მუხა და ამ მუხის ქვეშ შეკრებილ გლეხებს ხიდან რაღაც წრიპინი გაუგონიათ. ავიდა ხეზე ერთი გლეხი, გვარად ცინცაძე, და ხის ტოტზე დაკიდებული წმ. გიორგის ხატი დაუნახავს. ხალხმა გადაწყვიტა ამ ადგილას ეკლესიის აშენება და მასში წმ. გიორგის ხატის დასვენება. ასეც მოქცეულან.

გავიდა ხანი და ახლა აფხაზები დაეცნენ ლანჩხუთს, გაძარცვეს ეკლესია, მოიტაცეს წმ. გიორგის ხატიც და ილორის ეკლესიაში მიიტანეს. ამის შემდეგ ლანჩხუთელები ყოველ წელიწადს გიორგობის დღესასწაულზე ილორის ეკლესიაში მიდიან და ხარს სწირავენ, თავიანთ ხატზე ლოცულობენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები